გიორგი რურუა და რვა მარტის შეთანხმება - აშშ-ს უმძიმესი პოლიტიკური დარტყმა "ქართულ ოცნებას"

გამოქვეყნდა:

უმძიმესი პოლიტიკური დარტყმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. პირადი განცხადებებისა და წერილების შემდეგ, კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისადმი ოფიციალურ დოკუმენტში ხვდება. სენატორ ჯიმ რიშის მიერ ინიცირებულ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში პირდაპირ ხვდება ჩანაწერი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური განაჩენის ტოლფასია.

სენატის ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოხ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რვა მარტის შეთანხმება და რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და ეს სიტყვები არის პირდაპირი მინიშნება საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების გადაბარების აუცილებლობაზე. 

მიუხედავად შეთანხმებისა, გიორგი რურუა ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ოპოზიციური პარტიები ისევ მიიჩნევენ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება, მათ მიერვე მხარდაჭერილი საარჩევნო რეფორმისთვის ხმის მიცემის წინაპირობაა! - ნათქვამია განცხადებაში. 

ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და შეახსენა ხელისუფლებას, რომ ამჯერად, "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულმა შეცდომებმა არამხოლოდ ერთი, მმართველი პარტიის საქმიანობა დააზარალა, არამედ ზიანი მოუტანა ქვეყანას და მის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.

ამ დოკუმენტში საუბარია ვრცლად როგორც გავრილოვის ღამეზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე რვა მარტის შეთანხმებაზე. აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება საპატიმროდან და შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რვა მარტის შეთანხმების პირობით, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. საკანონმდებლო ინიციატივა მიესალმება გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას და აქვე ამბობს, რომ იმისთვის, რომ პოზიტიურად შეფასდეს ქვეყანაში დემოკრატიის პერსპექტივა, მნიშვნელოვანია რვა მარტის შეთანხმების ზუსტი შესრულება და რვა მარტის შეთანხმების ყველა პირობის დაცვა. აქვე, დოკუმენტი მიუთითებს, რომ გიორგი რურუა დღემდე საპატიმროში რჩება, - ამბობს სამადაშვილი. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი სენატორ რიშის ამ განცხადებას მისი თანამშრომლებისა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეგობრობას უკავშირებენ. ამის შესახებ პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. რასაც თავის მხრივ გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, როგორც ჩანს ვერ გაუგია ვინ არის ამ ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი