მიხეილ სააკაშვილის ექიმების თქმით, თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ცვლილებებია - კვლევა 400 გვერდიანია

გამოქვეყნდა:

კლინიკა ვივა მედში ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგები მიხეილ სააკაშვილის ექიმებს უკვე გადაეცათ. სამედიცინო ისტორია დაახლოებით 400 გვერდიანია. მედიკოსებმა ახლა დეტალურად უნდა შეისწავლონ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და საბოლოო დასკვნა დაწერონ.

იქამდე კი როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, თავის ტვინის ტომოგრაფიის შედეგებში ცვლილებებია, რასაც საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება.

ერთ რამეს გეტყვით, რომ ცვლილებებია კომპიუტერულ ტომოგრაფიაშიც, ასევე ცვლილებებია MRT-ს გამოკვლევაში, მაგრამ კიდევ არის სხვა გამოკვლევები, რომლებიც არ წამიკითხავს - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე. 

მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმებს დასკვნა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და მათ ისინი "ვივა მედის" ექიმებს გააცნობენ.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ექიმებისთვის კლინიკას არ გადაუცია მედიკამენტების სია და პროტოკოლი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი