კობახიძე აშშ-ს ემუქრება - მოსამართლეებში პანიკაა

გამოქვეყნდა:

ღია ფრონტი ამერიკის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძემ დღეს ღიად დაადასტურა, რომ სასამართლო და ხელისუფლება ერთად მოქმედებს და მანტიამოსხმულები მხოლოდ ოცნების სამსახურში არიან. ქართული ოცნება ემუქრება ყველას - ოპოზიციას, მედიას, მესამე სექტორს და ჰყავს ახალი სამიზნეც - აშშ. 

ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური დაკვეთის გაფორმება შტატებმა მოსამართლე ჩხიკვაძეს არ აპატია. სასამართლო ხელისუფლებაში პანიკაა, მოსამართლეები ოცნებას ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვენ. ოლიგარქის გუნდი კი შეშინდა, თუ ერთგული მოსამართლეები ხელიდან გამოეცლებიან - პოლიტიკური დაკვეთის გამფორმებლებს დაკარგავენ.

ირაკლი კობახიძემ და მის უკან მდგარმა ქართულმა ოცნებამ დღეს ყველა მოლოდინს გადააჭარბა და შტატებს სისხლის სამართლის გამოძიებითაც დაემუქრა. ხელისუფლება იმუქრება, თუ დადასტურდება, რომ ჩხიკვაძე პოლიტიკური დაკვეთის გამო დაბლოკა ამერიკამ, ოლიგარქის გუნდი ყველას დასჯის ე.წ კანონის ძალით.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი