
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, რომელიც მათ კრიზისულ მდგომარეობაში დაეხმარებათ.
კულება დეტალურად საუბრობს იმ შედეგებზე, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მრავალჯერადი გაშვების სარაკეტოს სისტემის ფლობით მოიპოვებს.
"ოთხი ასო, რომელიც შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას შემდეგში:
- მოიგერიოს რუსეთის შეტევა დონბასში
- ჩაშალოს რუსეთის გეგმები ხერსონის ანექსიის შესახებ
- შეაჩეროს რუსეთის მიერ წამება, გაუპატიურება და ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
- შევძლოთ ექსპორტის განბლოკვა და გლობალური სასურსათო კრიზისის აცილებაეს ოთხი ასოა: MLRS- მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა",- წერს კულება.