"პუტინს მალე სანატორიუმში გაგზავნიან" | ვინ სახელდება რუსეთის პრეზიდენტის შემცვლელად?

გამოქვეყნდა:

"პუტინი შესაძლოა, მალე სანატორიუმში გაგზავნონ"ამის შესახებ Mi-6-ის (დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური) ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ დირლავი საუბრობს და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პუტინი 2023 წლისთვის სანატორიუმში იქნება და არა ხელისუფლებაში. 

გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau-თან დირლავი ამბობს, რომ პუტინი მალე თავისი ნების საწინააღმდეგოდ, "სანატორიუმში წავა", ხოლო მის ადგილს Mi-6-ის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი დაიკავებს. რუსი გენერალი პატრუშევი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს. 

"არა მგონია, რომ პუტინი ცოცხალი იყოს 2023 წელს", - თქვა Mi-6-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, დირლავი, ხელმძღვანელობდა ბრიტანულ დაზვერვას 1999 წლიდან 2004 წლამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი