
უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ორბანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას "მანევრირებისა და დაუყოვნებლივი რეაგირების საშუალებას მისცემს" უკრაინაში ომის შედეგებზე.
"უნგრეთი უნდა დარჩეს ამ ომის მიღმა და დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება. ამისათვის ჩვენ გვჭირდება მანევრირების ადგილი და დაუყოვნებლივი მოქმედების შესაძლებლობა", - თქვა ორბანმა.
უნგრეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს პირველადი ზომების შესახებ ოთხშაბათს, 25 მაისს გამოაცხადებს.