
შეერთებულ შტატებში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან დაკავშირებული პირი დააკავა.
როგორც ცნობილია, დაკავებულს ბრალად ედება აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეობა. ბრალდების თანახმად, შიჰაბმა მკვლელობა "ოპერაცია ერაყის თავისუფლების" დროს დაღუპულთა საპასუხოდ დაგეგმა.
იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, დაკავებული გეგმავდა აშშ-ში არალეგალურად შეეყვანა უცხოელი მოქალაქეები. საუბარია ერაყის ოთხ მოქალაქეზე, რომლებიც ქვეყანაში ბუშის მკვლელობის დასახმარებლად უნდა შესულიყვნენ.
"ოჰაიოს შტატში, კოლუმბუსში მცხოვრებ ერაყის მოქალაქეს ბრალი ფედერალურმა სასამართლომ წაუყენა იმიგრაციულ დანაშაულსა და შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მკვლელობის შეთქმულების ხელშეწყობისთვის",- ვკითხულობთ FBI-ს განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი 52 წლის შიბაბ აჰმედ შიჰაბია, რომელიც შეერთებულ შტატებში 2020 წლის სექტემბერში დროებითი ვიზით ჩავიდა, 2021 წლის მარტში კი თავშესაფარი მოითხოვა. თავშესაფრის მოთხოვნა განხილვის პროცესში იყო.