მოლდოვას ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი კიშინიოვში დააკავეს. მოლდოვის სასამართლოს თანახმად, გამოძიება დოდონს კორუფციას, სამშობლოს ღალატს, უკანონო გამდიდრებასა და პარტიის უკანონო დაფინანსებას ედავება.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს ორდენის ფარგლებში, სულ 10 შენობა და 3 მანქანა გაჩხრიკეს, საიდანაც "დიდი ოდენობით" ფული და ძვირად ღირებული ნივთები ამოიღეს.

"ჩხრეკის დროს ერთ-ერთმა პირმა სცადა გადაყლაპვა და განადგურება იმ დოკუმენტებისა, რომლებიც ადასტურებდა დაახლოებით 700 000 ევროს ღირებულების უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს",- წერია განცხადებაში.

იგორ დოდონი ამჟამად პრორუსული სოციალისტური პარტიის ლიდერია. ის ქვეყნის პრეზიდენტი 2016-20 წლებში იყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი