
ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეში დაწყებით სკოლაში, სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი. სროლის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა.
ტეხასის გუბერნატორის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 18 წლის სალვადორ რამოსია. ერთი ვერსიით, პოლიციამ ის უკვე დააკავა, მეორე ვერსიით კი, ის ადგილზე დაიღუპა.
ამ დროისთვის სკოლაში ყველა აქტივობა შეჩერებულია.