შანიძის ქუჩაზე დაჭრილ კაცს ოპერაცია ჩაუტარდა - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გამოქვეყნდა:

თბილისში, შანიძის ქუჩაზე დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაშავებულს ზურგის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. მას ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"პაციენტი შემოყვანილია სასწრაფოს მიერ, ცეცხლსასროლი ჭრილობით. დათვალიერებით და შემდეგ საოპერაციოში გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს არის ზურგის არეში გამჭოლი ჭრილობა. სავარაუდოდ, ჭრილობა მიყენებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა რეანიმაციაში", - თქვა ექიმმა, კობა თაბაგარმა.

თავდასხმა გვიან ღამით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით არის აღძრული. დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი