უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ახლა დონბასში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ფაქტობრივად, მთელი ძალა, რაც ჯერ კიდევ აქვს რუსულ ჯარს, იქ გადაისროლეს შეტევისთვის. ლიმანი, პოპასნა, სევეროდონეცკი, სლავიანსკი - ოკუპანტებს სურთ, იქ ყველაფერი გაანადგურონ. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც გვეხმარება, მაგრამ ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტი იქნება თავისუფლების დაცვის ფასი, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. ამიტომ, უკრაინისთვის მძიმე იარაღის - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, ტანკების, ხომალდსაწინააღმდეგო და სხვა იარაღის მიწოდება, საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და იმ მრავალი მძიმე კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც რუსეთის გეგმავს.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი