
guardian-ის ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო მცირე ხნით, მეუღლეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ამჟამად ნორმალურ პირობებშია, თუმცა რა იქნება მომავალში, არ იცის.
პროკოპენკოს მეუღლის თქმით, ქმარმა უთხრა, რომ ტყვეობაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებზე ძალადობა არ ყოფილა, თუმცა უცნობია, რამდენად შეეძლო პროკოპენკოს მეუღლესთან თავისუფლად საუბარი ტელეფონზე.
"პირობები შესრულებულია და მოკლე ხანში ძალადობა არ მომხდარა. რა თქმა უნდა, არ ვიცით, რა იქნება შემდეგ, მაგრამ ამ მომენტში სიტუაციას აკონტროლებენ მესამე მხარეები – გაერო და წითელი ჯვარი. "- ამბობს კატერინა პროკოპენკო.
პროკოპენკოს ინფორმაციით, დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა ოკუპირებული ოლენივკას ციხეშია, მძიმე დაჭრილები კი ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, 17 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის ბრძანება გასცა.