
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ფეიკია", თითქოს პრემიერს ბრიუსელში პრობლემური საკითხების 20-პუნქტიანი სია გადასცეს.
"ვესაუბრეთ პრემიერს და ეს არის მარტივი "ფეიკი". რასაც ვართ მიჩვეული კონკრეტული პარტიის კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ამ ფეიკზე მემგონი დამატებითი კომენტარის გაკეთება მემგონი არ არის საჭირო", - თქვა კობახიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემური საკითხების სიაში მოხვდა მესამე პრეზიდენტის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა, 5 ივლისის საქმე.