ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. პროკურორი ლევან ასლანიშვილისთვის პატიმრობას მოითხოვდა, რადგან მისი თქმით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

დაცვის მხარე კი დაკავებულის 15 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა.

სასამართლო პროცესი ხმაურიანი იყო.  ბრალდებული დანაშაულის მიზეზებზე საუბროდა და თავის მართლებას ცდილობდა.

ბრალდების მიხედვით, ლევან ასლანიშვილმა ყოფილი ცოლი, თამარ ჭეიშვილი 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დანით დაჭრა. 

ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაჭრა ავტობუსის გაჩერებაზე, თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი