ქალს ყოფილმა ქმარმა 10-მდე ჭრილობა შვილის თვალწინ მიაყენა - ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი მორიგი ძალადობის დეტალები

გამოქვეყნდა:

ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა, ამ დროისათვის კლინიკა "ჰელსი კორშია" მოთავსებული და არსებული ინფორმაციით, ათამდე ჭრილობა აქვს მიყენებული. სხვა ინფორმაცია კლინიკას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება მომხდარს. დაახლოებით 1 საათის წინ, თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილმა ქმარმა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა.

როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, ცოლ-ქმარს შორის ხშირი იყო კონფლიქტი, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გარდა ამისა, ქალის ცემისთვის ქმარი დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოთი გამოუშვა. ცნობილია ისიც, რომ ძალადობაში ბრალდებულს ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, კაცი ნარკომომხმარებელია და ყოფილ ცოლს ხშირად სთხოვდა ფულს.

შსს-მ ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი შემთხვევიდან მალევე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი