მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, გვიან ღამით, გონება დაკარგა - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ამ თემაზე მან მედიასთან მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ ექიმების ჩარევით პრობლემის მოგვარება მალევე მოხერხდა.

"გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ ასე მყისიერად იქნა სამედიცინო დახმარება მისთვის აღმოჩენილი. წარმოდგენაც არ გვინდა თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. 

როგორც ჩანს ეს საერთო სისუსტით გამოწვეული გონის დაკარგვის მომენტი, დამატებითი დეტალი ჩემთვის არაა ცნობილი, ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რა იყო გამომწვევი მიზეზი. ახლა ნორმალურად არის, ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები რაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსად გამქრალა, ისევ იგივე მდგომარეობაში, უბრალოდ გონის დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე როგორც მანამდე იყო, საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თითქმის ორი კვირაა კლინიკა "ვივა მედში" იმყოფება. მისი კვლევის შედეგებს პირადი ექიმი და ალტერნატიული კონსილიუმი სწავლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი