10 წლის ბავშვმა, რომელიც ტეხასში სროლას ემსხვერპლა, რამდენიმე საათით ადრე წარჩინებული მოსწავლის სერტიფიკატი მიიღო

გამოქვეყნდა:

10 წლის ხავიერ ლოპეზმა, რომელიც ტეხასში დაწყებით სკოლაში სროლას ემსხვერპლა, სროლამდე რამდენიმე საათით ადრე წარჩინებული მოსწავლის სერტიფიკატი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლა 24 მაისს მოხდა. შემთხვევის შედეგად 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი დაიღუპა. შეიარაღებული პირი სალვადორ რამოსი, სამართალდამცავებმა მოკლეს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ტეხასის გუბერნატორმა თქვა, რომ 18 წლის ეჭვმიტანილი უვალდის საშუალო სკოლაში სწავლობდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი