
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებამ დაადასტურა რასაც ის ამტკიცებდა და რომ ოპოზიციას ამ განცხადებით "ცივი წყალი გადაესხა.
"რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას, რომ თითქოს, აშშ-ის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას. ცივი წყალი გადაესხა ამ განცხადებით ოპოზიციის მტკიცებას ამასთან დაკავშირებით",- თქვა კობახიძემ.
მმართველი გუნდი აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა. საელჩომ დღეს ზოგადი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ქართულ სასამართლო სისტემას პროგრამებით მხარს უჭერენ უკვე 30 წელია, ნებისმიერი მთავრობის პირობებში.
იხილეთ აშშ-ის საელჩოს განცხადება: