
საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისგან შესაბამის ქმედებებს ველით - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა.
ანდრეი კასიანოვმა მოკლედ მიმოიხილა ვითარება უკრაინაში და თქვა, რომ სამთვიანი ომის შემდეგ სამხედრო კუთხით დიდი ცვლილებები არ არის. ელჩმა საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კასიანოვმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ.