"ერთ-ერთი ფრთიანი გამოსვლა იყო" - კობახიძე უსუფაშვილს პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, "ლელოს" წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და "სირცხვილი" უწოდა.

ლელოს დეპუტატმა თქვა, რომ დღეს დასავლეთის ნდობის ხარისხი დღეს, "ოცნების" მმართველობის პირობებში ისეთი დაბალია, როგორიც 1992-1993 წლებში იყო.

კობახიძემ კი ისევ მხოლოდ 2004-2012 წლებზე ისაუბრა და თქვა, რომ სირცხვილია დღევანდელობის იმ დროსთან შედარება როცა "ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ და ა.შ."

"გუშინ გააკეთეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დააინიცირეს დებატები ევროკავშირთან დაკავშირებით, ეს იყო განცხადება და დღეს არც ერთი მათგანი არ ესწრება პარლამენტის სხდომას და ეს აჩვენებს დამოკიდებულებას და მიდგომას, ასევე აჩვენებს რას - ყველა თქვენი ინიციატივა არის ცარიელი სპეკულაცია და არც ერთი მათგანი არა არის ორიენტირებული შინაარსზე.

გამორჩეული იყო დავით უსუფაშვილის გამოსვლა, ერთ-ერთი ფრთიანი გამოსვლა იყო, რომ დემოკრატიული სამყაროს ნდობის ხარისხი ჩვენს მიმართ დღეს არის ყველაზე დაბალი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დავით უსუფაშვილი დღევანდელობას ადარებს იმ პერიოდს, როცა ადამიანებს აწამებდნენ, კლავდნენ და რას აკეთებდნენ თქვენ თვითონაც კარგად იცით, იმიტომ რომ თქვენ აკეთებდით ამ ყველაფერს. ეს უბრალოდ სირცხვილია, როცა ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობა უფრო მიუღებელია ვიდრე 2004-12 წლები, ეს უბრალოდ სირცხვილი და უკადრებელი რამაა",-თქვა კობახიძემ.

კობახიძეს არ დავიწყებია  თავს დასხმოდა კრიტიკულ ტელევიზიებს, სამაგიეროდ დაიცვა სამთავრობო და მისთვის მისაღები მედია:

"უსუფაშვილმა ტელევიზიებზე ისაუბრა, ეს არ არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე? შედარებები გააკეთა და "რუსთავი 2" გაიხსენა, როცა 2012 წელს გახსოვთ ტერორისტული რეჟიმი, როცა არ ებრძოდა ოპოზიციას რუსთავი ორი და შეადარა დღევანდელ იმედს. "რუსთავი 2" "იმედი" და "რეალ ტივი" შეადარა "პოსტ ტივის". ერთი რამე მინდა ვუთხრა ბატონ უსუფაშვილს, მაშინდელი "რუსთავი 2" და "რეალ ტივი" არის სწორედ თქვენი "მთავარი", "ფორმულა" და "ტვ პირველი", ზუსტად ამის გადმონაშთია თქვენი სამი ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურად ავრცელებს სიცრუესა და სიძულვილს",-თქვა კობახიძემ.

იხილეთ დავით უსუფაშვილის განცხადება:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი