ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი ჯარის დასახმარებლად, ჯილდოს ყიდის

გამოქვეყნდა:

ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra უკრაინული ჯარის დასახმარებლად ჯილდოს ყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის Instagram გვერდზე გავრცელდა.

ჯგუფის სოლისტმა ოლეგ პსიუკი აუქციონზე ყიდის თავის ქუდსაც.

ჯგუფმა ევროვიზიის კონკურსი 2022 წლის 15 მაისს მოიგო, სიმღერით - Stefania. ევროვიზია პირველი კულტურული ღონისძიება იყო, რომელშიც უკრაინელებმა ომის შემდეგ მონაწილეობა მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი