შვედეთის პრემიერი თურქეთს პასუხობს და ამბობს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აფინანსებენ

გამოქვეყნდა:

შვედეთის პრემიერმინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ აფინანსებს ტერორისტულ ორგანიზაციას. ამ განცხადებით ანდერსონი თურქეთის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე, ანდერსონმა თქვა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა გადაიჭრას ის პრობლემები, რომლებიც თურქეთს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვს. მედიასთან საუბრისას შვედეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ თურქეთი და შვედეთი განიხილავენ იმ საკითხებს, რომელმაც მედიაში გაშუქებისას გაურკვევლობა გამოიწვია.

"რა თქმა უნდა, საქმე ეხება, მაგალითად, სად ვაგზავნით ჩვენს ფინანსურ დახმარებას და სად ვყიდით იარაღს. ჩვენ არ ვუგზავნით ფულს ტერორისტულ ორგანიზაციებს, ცხადია, არც იარაღს", - თქვა ანდერსონმა.

მას შემდეგ, რაც ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგამ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას არ ეთანხმება, რადგან ისინი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK).

ცნობისთვის, ფინეთისა და შვედეთის მთავრობამ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას მხარი მაისში დაუჭირეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი