მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გონება დაკარგა - 5 თვიანი ლოდინის შემდეგ, მასთან დამოუკიდებელი ექსპერტები შევლენ

გამოქვეყნდა:

გონების დაკარგვა და ექიმების სწრაფი რეაგირება - კლინიკა ვივა მედში გუშინ გვიან ღამით მოვლენები დრამატულად და ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. სინკოპეს მორიგი ეპიზოდის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა მედიკოსებმა დროულად შეძლეს - ახლა კრიზისი გადავლილია, თუმცა საერთო სურათი კვლავ მძიმეა. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

კრიზისი უკვე იმდენად მძიმეა, რომ დღეს სააკაშვილის საქმის მოსამართლემ თვალის დახუჭვა ვეღარ შეძლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტ პატიმრის საკნად ქცეულ პალატაში დამოუკიდებელ ექსპერტებს დაუშვებენ. ცენტრ "ემპათიას" კონსილიუმის მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დამოუკიდებელ სამედიცინო დასკვნას დაწერენ, რომელზეც შესაძლოა ბევრი რამ იყოს დამოკიდებული.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი