
ესტონეთის, ლატვიის, კანადის, პოლონეთის, ლიეტუვასა და ჩეხეთის პარლამენტებმა რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს - ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ. რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პარლამენტმა 14 აპრილს გენოციდად აღიარა რუსეთის ფედერაციის დანაშაულებები.
"მადლობა იმ ქვეყნების პარლამენტებს, რომლებმაც აღიარეს რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად! მე გულწრფელად მჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან სოლიდარული სახელმწიფოების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. რუსეთის დანაშაულების უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარება უპირველეს ყოვლისა პატივისცემაა. მოკლული ათასობით უდანაშაულო უკრაინელის, განსაკუთრებით ბავშვების გამო“, - აღნიშნა მან.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა იზიარებს უკრაინის პარლამენტის პოზიციას“.