ორ დღიანი დაპირისპირების შემდეგ ქართული ოცნება ტონს არბილებს. თუმცა, ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორის საელჩოსთან არადიპლომატიურ რეჟიმში გრძელდება, მიუხედავად იმისა რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებში დღეს მუქარა აღარ ისმოდა.
სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ხისტი და რადიკალური ნაბიჯებით ცდილობს საჯაროდ დაიცვას ივანიშვილის მართული სასამართლო კლანი, სადაც შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შემდეგ სრული პანიკაა.
სწორედ მოსამართლეებისა და საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა კობახიძე, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური განაჩენი არ გამხდარა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზი.
მმართველი გუნდის თავმჯდომარემ დღეს კელი დეგენანს და ამერიკის წარმომადგენლობას რამდენიმე განცხადება მიუძღვნა.
ირაკლი კობახიძე საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზი არ გამხდარა.
იხილეთ ასევე: