ახალი მიმართვა დასავლელ პარტნიორებს - კოალიცია მედია-ადვოკატირებისთვის შეერთებული შტატების ხელისუფლებას წერილს უგზავნის. ადრესატები არიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამერიკის ელჩი საქართველოში.
არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენიანი გაერთიანება საკუთარ გზავნილში ნიკა გვარამიას პატიმრობასა და ქართული მედიის უმძიმეს მდგომარეობაზე წერს. მედია მენეჯერების დაკავება აბსურდული ბრალდებით საბოლოოდ ანადგურებს სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში - ნათქვამია გზავნილში.