ათეულობით ქვეყანას გლობალური შიმშილის საფრთხე ემუქრება - მოსალოდნელია მიგრაციის ახალი ტალღაც

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს ათეულობით ქვეყანას გლობალური შიმშილი ემუქრება. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირებაა, რის გამოც ქვეყნიდან ტონობით მარცვლეულის ექსპორტი ვერ ხერხდება. მოსალოდნელ საფრთხეზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და რუსეთს მოუწოდეს დაუშვას მარცვლეულის ექსპორტი უკრაინის პორტებიდან. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დროულად არ იმოქმედეს, დარჩენილი მარაგების ამოწურვის შემდეგ შესაძლოა სრული ქაოსი დაიწყოს. სავარაუდოდ მსოფლიოს მასშტაბური მიგრაციის ახალი ტალღა ელოდება და შესაძლოა ხალხის დიდი ნაკადი სოციალურად და ეკონომიკურად უფრო სტაბილურ ქვენებს მიაწყდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი