
როგორ ათეთრებენ ფულს რუსები საქართველოში? ოფიციალური მონაცემები და თავად რუსი მიგრანტების მონაყოლი ადასტურებს, რომ საქართველო სულ უფრო ემსგავსება საფინანსო ხვრელს სანქცირებული რუსეთისთვის. ათასობით საწარმო, რომელიც ბოლო დროს დარეგისტრირდა, ირკვევა, რომ ძირითადად კრიპტოვალუტით ოპერირებს და უპრობლემოდ ახორციელებს ფიქტიურ გადარიცხვებს რუსეთში და რუსეთიდან და შემდეგ ამ ფულის განაღდებასაც ახერხებს. სწორედ ამ ფონზე მხოლოდ აპრილის თვეში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა და მთლიანი გადმორიცხვების თითქმის ნახევარს მიაღწია.