პოლონეთში ზუგდიდელი ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

გამოქვეყნდა:

პოლონეთში ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. ცოლ-ქმარი პოლონეთში ემიგრაციაში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, წყვილს ოჯახური დავა ჰქონდა, რის გამოც კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

მთავარის ინფორმაციით, კაცმა დანაშაულის დაფარვის მიზნით ბინის დაწვა სცადა, თუმცა მეზობლებმა შეამჩნიეს, ამის შემდეგ კი მან თვითდაზიანებები მიიყენა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

ავტორი: ემა გოგოხია

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი