აზარალეთ თუ არა სახელმწიფო 1 მილიონით, და თუ აზარალეთ, მინისტრი როგორ ხართ და ციხეში როგორ არ ხართ? | ხაბეიშვილი ქარსელაძეს

გამოქვეყნდა:

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა "მინისტრის საათის" ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს კითხვები განუხორციელებელ პროექტებზე დაუსვა. 

ხაბეიშვილმა თავისი გამოსვლის დროს ქარსელაძეს უთხრა, რომ 2016 წელს როდესაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ხელმძღვანელობდა, როდესაც სახელმწიფომ 1 მილიონი ლარით იზარალა. და ჰკითხა, ამ ფონზე როგორ რჩება ისევ მინისტრის თანამდებობაზე. 

„ბიძინა ივანიშვილის კომპანიის დირექტორი იყავით 2016 წელს, 2 600 000 ლარად იყიდეთ სახელმწიფოსგან მიწა, აიღეთ ვალდებულება, რომ 10 მილიონ ლარს დახარჯავდით, ეს ვალდებულება არ შეასრულეთ და სავარაუდოდ, მილიონ ლარზე მეტის ზიანი მიაყენეთ სახელმწიფოს. თქვენ Black Sea Riviera-ს (ბლექ სი რივიერას) დირექტორი თქვენ არ იყავით? ხომ იყავით?! 33 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი რომ აიღეთ და არ შეასრულეთ, არ გახსოვთ?

იყავით თუ არა დირექტორი, მაქვს საბუთი რომ იყავით, ამ კომპანიამ აიღო თუ არა 33 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ვალდებულებით, რომ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, აზარალეთ თუ არა სახელმწიფო 1 მილიონით? და თუ აზარალეთ, მინისტრი როგორ ხართ და ციხეში როგორ არ ხართ?“, - იკითხა ლევან ხაბეიშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი