ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღი ამ დრომდე უცნობია. უცნობია ისიც, საერთოდ შედგება თუ არა შეხვედრა. მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესულ. დათმობაზე არც ერთი მხარე არ მიდის.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი შეთავაზებული საარჩევნო მოდელი 100/50-ზე ყველაზე ოპტიმალური წინადადებაა და ოპოზიცია უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2020-ის არჩევნები მოქმედი, შერეული სისტემით ჩატარდება.
თავის მხრივ, დათმობას არ აპირებს ოპოზიცია, ხელისუფლების შეთავაზებულ მოდელს მანდატებით ვაჭრობად აფასებს და ამბობს, რო მმართველ გუნდს უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს.
პარალელურად პოზიცია მეხუთე რაუნდზე, მისი გამართვის შემთხვევაი, საკუთარი წინადადებით მისვლას აპირებს, რომელიც როგორ თავად ამბობენ, ე.წ. გერმანულ მოდელს ძალიან გავს, თუმცა როგორია უფრო კონკრეტულად ეს მოდელი, ოპოზიციაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება არ მიიღებს არც ერთ შეთავაზებას და დათმობაზე არ წავა, მაშინ უკვე ხელისუფების ოპონენტები ყველა მაჟორიტარულ ოლქში, საერთო კანდიდატის დაყენებას გეგმავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რო ნებისმიერი სისტემით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი 2020-ის არჩევნებში დამარცხდება:
"ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერი კონფიგურაციით არის დამარცხებული. ზეწოლა იქნება მათ შორის სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება აქციები, იქნება მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან" აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
"100/50-ზე მთავრობამ პასუხი მიიღო იმავე შეხვედრაზე და ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ეს არის მიუღებელი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციის შიგნით და ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთი შუალედური და კომპრომისული ვარიანტის შემუშავებას, როცა დრო მოვა ამ კომპრომისულ ვარიანტს გავაჟღერებთ" აცხადებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი.
"ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო წინადადება, რომელიც მიახლოებულია მათ მიერ შემოთავაზებულ წინადადებასთან, მაგრამ არის უფრო სამართლიანი, უფრო ახლოს პორპორციულობასთან და ამავდროულად, გამორიცხავს იმ კრიზისებს, რომელზეც ვითონ ასე წუხდა ხელისუფლება" აცხადებს ნინო ბურჯანაძე
ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ხვალ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბება