შესაძლოა, რუსული სანქციების გვერდის ავლა, დანაშაულად გამოცხადდეს | ევროკომისიის ინიციატივა 

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ  განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების დარღვევა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, დანაშაულად გამოცხადდეს.

მათი თქმით, ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის მთავრობებს ჩამოართვან იმ კომპანიებსა და ფიზიკური პირებს აქტივები, რომლებიც თავს არიდებენ ევროკავშირის შეზღუდვებს მოსკოვის წინააღმდეგ.

რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია ევროკავშირის 12 ქვეყანაში.  ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულია 13-ში და ორი ქვეყანა მას  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილავს.

იუსტიციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა თქვა, რომ ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დარღვევისთვის ჯარიმები შესაბამისად განსხვავდება. მისი ტქმით, კომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ევროკავშირში შემავალი 27-ვე ქვეყნისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი