
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამის შესახებ ქარსელაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მთლიანობაში მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში 2025 წლის ბოლოსთვის მილიონ ადამიანზე მეტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, რაც უკვე ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის 70% ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.
ამ წუთებში ქარსელაძე პარლამენტარების კითხვებს პასუხობს.