ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი - ენტონი ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ბლინკენის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს:

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 

ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ქართველების ამ დღესასწაულის დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას პარტნიორობასთან დაკავშირებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი