ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. გამშვები პუნქტი, შესაძლოა, გაუქმდეს

გამოქვეყნდა:

ფსოუზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა ისაუბრა. 

მისი თქმით, საკითხი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სხდომას კი ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა თქვა, რომ შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.

"საუბარი იყო ფსოუს გამშვები პუნქტის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემა, რომელიც წლიდან წლამდე ხდება, არანაირად არ გვარდება.  შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, მაგრამ ამ სპეციალური საკითხის გამო ჩვენ უფრო სერიოზული საკითხებიც დავსვით - იმის შესახებ, რომ გავაუქმოთ ეს გადასასვლელი, იმის მსგავსად, როგორც ეს ბელარუსში მოხდა", - თქვა მან.

დუმის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია "ერთიანი რუსეთის" წევრმა ანა კუზნეცოვამ, აღნიშნა, რომ სანქციებისა და უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" პირობებში რუსეთის მოქალაქეებისთვის ზოგიერთი მარშრუტი ხელმისაწვდომი აღარაა - "ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ იქ, სადაც გველიან, საზღვრის გადაკვეთა კომფორტული გავხადოთ".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი