საფრანგეთი ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს - მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს - ნათქვამია პრეზიდენტ მაკრონის მისალოც წერილში, რომელსაც ის ქართველ კოლეგას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

"მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს"- ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის გვერდის ავლის მცდელობებს.
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი