
უკრაინაში ომის 92-ე დღეს, რუსული არმია კვლავ ინტენსიურად ბომბავს აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე განლაგებულ ქალაქებს. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით ოკუპანტები განსაკუთრებით აქტიურად ლისიჩანსკის, ბახმუტისა და სევეროდონეცკის მიმართულებით მოქმედებენ.
რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა და დღითიდღე უარესდება. ოკუპანტებმა სევეროდონეცკის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს. ქალაქს ავიაციით, არტილერიით, ზალპური ცეცხლით, ტანკებითა და რაკეტებით ბომბავენ" ამბობს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი.
დასახლებული პუნქტების გარდა, მტერმა ლისიჩანსკში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრიც დაბომბა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.
უკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკის ერთ-ერთ უბანში, რუსული იერიშების შედეგად დაღუპული 150 ადამიანის ცხედარი დაკრძალეს. ცნობილი ხდება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები მტერმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმსხვერპლა.