
ოკუპანტმა ირპენში, იმ ბინაში, რომელსაც ძარცვავდა, შემთხვევით საკუთარი ფოტო დატოვა - "ის ზედმეტად სულელი იყო იმისთვის რომ გაეგო, როგორ მუშაობს პოლაროიდი" - წერს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო და ოკუპანტის ფოტოსაც აქვეყნებს.
არსებული ინფორმაციით, ფოტო ირპენის მცხოვრებმა საკუთარ ბინაში იპოვა, რომელიც მანამდე რუსებმა გაძარცვეს.