Hard Rock Cafe, Tinder, Tom Ford | ამერიკული კომპანიები, რომლებსაც რუსული ბაზარი არ დაუტოვებიათ

გამოქვეყნდა:

Starbucks-ისა და McDonald's-ის ლოგოები რუსეთში უკვე იშლება, რადგან ეს ობიექტები უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ, სრულად ტოვებენ ბაზარს. მაგრამ პარალელურად ამერიკული კომპანიების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ამბობს უარს რუსეთში ბიზნესის წარმოებაზე. 

CBS-მა გამოაქვეყნა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც ოკუპანტების ქვეყანაში ბიზნესის კეთებას აგრძელებენ. მათ შორისაა პიცის ქსელი Sbarro და Hard Rock Cafe, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ კომპანია შეწყვეტს ყველა სამომავლო ინვესტიციას, რუსეთის ბაზარზე განვითარებას და მთლიან მოგებას უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მოახმარს. 

ონლაინ გაცნობის სერვისების მფლობელი Match.com და მისი აპლიკაცია Tinder. (გაცნობის აპლიკაცია Bumble-მა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მარტში სოციალური ქსელის პლატფორმამ განაცხადა, რომ ის წყვეტს ფუნქციონირებას რუსეთში და აშორებს თავის აპლიკაციებს Apple App Store-დან და Google Play Store-დან რუსეთსა და ბელორუსში)

Domino's Pizza-ს 200-მდე მაღაზია რუსეთში რჩება ღია,( თუმცა DP Eurasia, დომინოს მთავარი ფრენჩაიზის მფლობელი რუსეთში, ამბობს, რომ შეაჩერებს დამატებით ინვესტიციებს) 

ეს ამერიკული კომპანიები კვლავ აწარმოებენ ბიზნესს რუსეთში: 

  • Aimbridge Hospitality;
  • Align Technology;
  • Amdocs;
  • Amgen;
  • Avaya;
  • Cloudfare;
  • Donaldson Co;
  • Fleetcor;
  • Forever Living Products;
  • Huntsman Corp;
  • International Paper;
  • IQVIA;
  • Koch Industries;
  • Medtronic;
  • Paccar;
  • Riot Games;
  • Stryker;
  • TGI Friday's;
  • Titan International;
  • Tom Ford;
  • Valve Corp;
  • Zimmer Biomet.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი