"მე პრეზიდენტის კომენტატორად ვერ გამოვდგები" - პაპუაშვილი ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლაზე

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის მიერ ავტორიტარიზმის საფრთხეზე განცხადების საპასუხოდ,  პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება აქსიომაა. 

მისი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანა ვითარდება და იმისთვის, რომ უფრო წინ წავიდეს რეფორმების გატარებაა საჭირო, რასაც საქართველო ახლაც აკეთებს. 

"ეს არის აქსიომა, რომ ძალაუფლების დანაწილება სწორედ ამისთვისაც არის და დაბალანსება რომ აცილებული იყოს... ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში ვართ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აშენებს დემოკრატიას და ჯერ კიდევ სჭირდება, რომ მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი, იმისთვის, რომ იყოს გარანტია მათ შორის, რომ დემოკრატიული განვითარება იქნება მუდმივი, სტაბილური და მიაღწევს თავის მიზანს",- ამბობს პაპუაშვილი.

რაც შეეხება სამართლიან სასამართლოზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პაპუაშვილი ამბობს: "მე პრეზიდენტის კომენტატორად ვერ გამოვდგები, მაგრამ რაც შეეხება ჩემს განმარტებას, ეს მოგახსენეთ". 

იხილეთ პრეზიდენტის განცხადებები: 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი