სენეგალის დასავლეთ ქალაქ ტივაუანაში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ახალშობილი გარდაიცვალა - ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მაკი სალიმ დაადასტურა.
პირველადი ინფორმაციით, ახლადგახსნილ საავადმყოფოში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
"მათ დედებს და მათ ოჯახებს ვუცხადებ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას", - წერს პრეზიდენტი სალი "ტვიტერში".
ქალაქის მერის ცნობით, ხანძარს სამი ბავშვი გადაურჩა. მისი თქმით, ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა და სასწრაფო დახმარების სამსახურები ჯერ კიდევ ადგილზე იმყოფებიან.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International მოუწოდებს მთავრობას შექმნას "დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, რათა დაადგინოს ვისი პასუხისმგებლობა იყო ტრაგიკული შემთხვევა და დაისაჯოს დამნაშავეები, "მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე არიან ისინი სახელმწიფო აპარატში"