
ორმა რუსმა სამხედრომ უკრაინული სასამართლოს წინაშე, ომის დანაშაული აღიარა. ალექსანდრე ბობიკინსა და ალექსანდრ ივანოვს ბრალად ედებათ 24 თებერვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან უკრაინის ხარკოვის რეგიონის მიმართულებით გრადის ტიპის რაკეტების გასროლა.
გამოძიების ინფორმაციით, მათ ცეცხლი გაუხსნეს და დააზიანეს „სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის კერძო სახლები“ ოკუპანტები უკრაინელმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დააპატიმრეს.
ისინი დღეს პოლტავას ოლქის სასამართლოს წინაშე წარდგნენ და წაყენებული ბრალი აღიარეს. სასამართლომ განაჩენი 31 მაისს უნდა გამოიტანოს.
შეგახსენებთ, უკრაინამ პირველი რუსი ოკუპანტი, სამხედრო დანაშაულისთვის უკვე გაასამართლა. 21 წლის ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა