7 ექიმი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას გამოიკვლევს - ექსპერტთა გუნდს შესაძლოა უცხოელი სპეციალისტებიც შეემატონ

გამოქვეყნდა:

7 თვიანი ლოდინის შემდეგ, ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან პალატაში შესასვლელად ემზადებიან. მედიკოსების მთავარი მიზანია დაადგინონ რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი და რა ზიანი მიადგა მის ორგანიზმს 50 დღიანი შიმშილობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ. 7 სხვადასხვა მიმართულების ექიმმა უნდა ჩაატაროს ხელახალი კვლევები, რაც საბოლოოდ დასკვნის განმსაზღვრელი იქნება. არ არის გამორიცხული ექსპერტიზაში უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტებიც ჩაერთონ. 
ვივა მედში ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მიუხედავად იმისა რომ ექიმები თანხმდებიან, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უკიდურესად საგანგაშოა, პენიტენციური დაწესებულება კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ყველა ფაქტს მათ შორის გონების კარგვის ბოლო ეპიზოდს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდების მიზეზი გახდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი