რუსეთის შეტევა დონბასზე - ოკუპანტებმა ბახმუტის რაიონში სოფელი დაიკავეს

გამოქვეყნდა:

რუსული ჯარები სევეროდონეცკისა და მიმდებარე დასახლებების მიმართულებით შეტევას აგრძელებენ, მათ დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელი მედნა რუდა აიღეს - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

პარალელურად გენშტაბის ცნობით, რუსეთი ორი რეგიონისკენ შეტევის განახლებისთვის ემზადება. მათი ცნობით, რუსეთის ბელგოროდისა და ვორონეჟის რაიონებში ოკუპანტები აგრძელებენ რეზერვების მომზადებას და მარაგის შევსებას, რათა შემდგომ განაახლონ შეტევა.

უწყების მიერ გავრცელებულ ცნობებში აღნიშნულია, რომ მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი