რაღაცას მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით - ნიკა გვარამია EU-ს კანდიდატობაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პროგნოზით, საქართველო ევროკავშირისგან უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ყველაზე "ნაკლებს" მიიღებს. თუმცა, ნიკა გვარამიას თქმით, ევროპამ არ უნდა ჩაუკეტოს საქართველოს კარი:

"ჩვენ აუცილებლად რამეს მივიღებთ, მე გამიხარდება, რომ მივიღოთ ყველაზე მეტი, მაგრამ , ენის მოჩლექით არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არ მოხდება. ჩვენ რაღაცას მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან შედარებითაც და მოლდოვასთან შედარებითაც...ჩვენ ვართ მაჩანჩალები, მაგრამ ევროპასაც უნდა ახსოვდეს, რომ თუ ჩვენთან დიალოგს ფორმატს არ დაიტოვებს და სრულად ჩაგვიკეტავს კარებს, რასაც მე გამოვრიცხავ, მაშინ ეს მაჩანჩალობაც დაიკარგება და ჩვენ ვიქნებით რუსეთის მაჩანჩალები, ამიტომ არც ეს არ უნდა მოხდეს" ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას ინტერვიუ ციხიდან - სრულად 

"ოცნებამ" ჩემი დაჭერით დაიჭირა საკუთარი თავი და შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება | ნიკა გვარამიას ინტერვიუ ციხიდან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი