EU-ში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად, ფინეთი უკრაინას დაეხმარება

გამოქვეყნდა:

ფინეთი უკრაინას იმ რეფორმების გატარებაში დაეხმარება, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის - ამის შესახებ უკრაინისა და ფინეთის პრემიერმინისტრები შეთანხმდნენ და . ინფორმაცია უკრაინის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში წერია, რომ მთავრობის მეთაურები შეთანხმდნენ ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის მჭიდრო კოორდინაციაზე, კერძოდ, ფინეთის დახმარებაზე უკრაინაში რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ფინეთის პრემიერმა, სანა მარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე ევროპული ოჯახის წევრია. მისი თქმით, ფინეთი ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი