მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ - ზელენსკი ​

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და დამოუკიდებლობაზე ისაუბრა. ზელენსკიმ თქვა, რომ დარწუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა იქნება დამოუკიდებელი და არ დაიშლება. 

მეორე მთავარი გზავნილი ზელენსკისგან კი ისაა, რომ ომი უფრო მალე დასრულდებოდა, მსოფლიო ლიდერები პუტინს რომ არ "ეფლირტავებოდნენ". 

"ზუსტად რვა წლის წინ, 26 მაისს დონეცკის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. იმ დღეს, როგორც ჩანს, არავინ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები დონბასში ამ წლების განმავლობაში. და დღეს უკვე მთელ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ როგორც იმ დღეს, ასევე, დღეს, ორი რამ შეიძლება ითქვას დარწმუნებით.

პირველი - უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ დაიშლება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის, ან რუსეთს - ჩვენს წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის.

და მეორე - ის, რომ მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში არსებულ ვითარებას სწორად განიხილავდა. რომ მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ და მართლა აიძულებდნენ ომის დასრულებას",- თქვა ზელენსკიმ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი