ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენს სამართლიანად მიიჩნევთ? - ზურაბიშვილი კითხვას არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ნიკა გვარამიას საქმესთან და მის განაჩენთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ პასუხობს. "მთავარმა არხმა" მისი ჩაწერა მთაწმინდაზე, დახურული წვეულებიდან გამოსვლისას, მას შემდეგ სცადა, რაც მან 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა კითხვა ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა, და სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ. სალომე ზურაბიშვილმა ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად ძალაუფლების დაბალანსების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი