"ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ძალაუფლების ცდუნებაზე" - სენატორ რიშის ინიციატივა და გამოხმაურებები თბილისში

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, შეერტებული შტატების ეროვნული თავდაცვის  დოკუმენტში შესწორება იგეგმება, რომელიც საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხების შემთხვევაში, ამერიკული თავდაცვითი დახმარების შეწყევტას გულისხმობს

სენტის წამყავნი კომიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას, ძალაუფლების ცდუნებაზე.

ოპოზიციაში ჯიმ რიშსი ინიაციატივასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" უგუნური პოლიტიკის ბრალია, რაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში აისახება.

დღეს უკიდურესი შეფოთებაა აშშ-ში საქართველოს დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ დღეს სენატმა ინიცირება გაუკეთა გარკვეულწილად პირობითობას დახმარების - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი 

"გადავიდნენ მოქმედებაზე" - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე სენატორ რიშის ინიციატივას. მისი თქმით, აქტში პირდაპირ წერია რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდება და გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება:

მოიხსენიეს თუ არა რურუა პოლიტპატიმრად, წაიკითხონ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის განცხადება  - ამბობს კახიძე

მმართველ გუნდში კი ტრადიციულად ოპოზიციას აშშ-დან მკაცრი გზავნილების  ინტერპრეტაციაში და ადანაშაულებენ. საგარეო საქმეთა მინისტრი იმასაც ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ოპონენტებს შეცდომაში შეჰყავთ:

ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ სხვადახსვა სამონიტორო მისიებისა და ოპოზიციური პარტიებისგან პოლიტიკურად მოტივირებულ  დაკავებებთან დაკავშირებით, იქ არ არის საუბარი პოლიტპატიმარზე - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 

თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ცვლილებებს სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი