"როგორ აპირებთ EU-ში ინტეგრაციას, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გყავთ?" - მთავრობა კითხვას არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

"როგორ აპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გყავთ?" - მთავრობის წევრები არ პასუხობენ კითხვას, როგორ ხედავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, იმ ფონზე, როცა კრიტიკული მედიის, "მთავარი ახის" გენერალური დირექტორი ციხეშია, მესამე პრეზიდენტი კი კლინიკაში. 

"მთავარი არხი" კითხვებზე პასუხების მიღებას პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან ცდილობდა, თუმცა კომენტარი არცერთმა მათგანმა არ გააკეთა.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს, ლევან დავითაშვილსა და რატი ბრეგაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი